"ოქროს ფონდი" – პროექტი, რომელიც არასოდეს დასრულდება!
პროექტი "ოქროს ფონდი" ემსახურება ქართული ლიტერატურის - პოეზიისა და მწერლობის პოპულარიზაციასს.
"ოქროს ფონდი" არ არის კომერციული პროექტი. ეს არის ჩვენი წვლილი შეტანილი ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების პოლულარიზაციაში. ეს არის მცდელობა, უკვდავყოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები, რომელიც თავიანთი შემოქმედებით ქვეყანას ემსახურნენ, მსახურობენ და ამდიდრებენ ქართულ კულტურას.
ყველა თაობისთვის სასურველი და ხშირად სანატრელია პოეტის, მწერლის მიერ წაკითხული თავისივე ლექსი, პოემა თუ მოთხრობა.
პროექტი "ოქროს ფონდი" ფირზე ასახავს და ოქროს ფონდში შეინახავს თითოეული შემოქმედის ხმასა და ხელნაწერს.
ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი არასოდეს დასრულდება ვიდრე იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. მომავალი თაობები შეავსებენ მას და ყოველ მომავალ თაობას დღეს დაწყებული საქმე დარჩება როგორც საგანძური, რომელსაც „ოქროს ფონდის“ სახით საფუძველი უკვე ჩაეყარა.
დროთა განმავლობაში ფონდი სხვადსხვა საინტერესო კატეგორიებით შეივსება, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენი კულტურის უდიდეს საგანძურს.
დიდი მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარება ფონდის გამდიდრებაში.