ჯავახაძე ვახტანგ

ვახტანგ ჯავახაძე 1932 წლის 29 ივლისს ქუთაისში დაიბადა. ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო. პირველი ლექსი გაზეთ "ნორჩი ლენინელში" დაიბეჭდა. 1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "სახელგამში" მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად. გამომცემლობა "საქართველოს" მთავარი რედაქტორია 1980 წლიდან. ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე "გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა" პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე დაწერეს სიმღერები კომპოზიტირებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმაც. ჰყავს მეუღლე - ნანა ღრუბელაშვილი და შვილები: ირაკლი და ირინე.
შემოქმდება
კარგად არ მახოვს

ჯავახაძე ვახტანგ
ნანახია: 4992 - ჯერ

ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი

ჯავახაძე ვახტანგ
ნანახია: 5371 - ჯერ

ეს გაზაფხულიც მოვიდა

ჯავახაძე ვახტანგ
ნანახია: 5062 - ჯერ