ბესიკ ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს თიანეთში დაიბადა. მისი წინაპრები ივრის ხეობაში მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა მარი ფრერინგის და ომარ თურმანაულის მიერ თარგმნილი "წიგნი ამბა ბესარიონისა".
მიღებული აქვს რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, სახელმწიფო პრემიები. 2003 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა". 2010 წლის ოქტომბერში წარადგინეს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
|
შემოქმდება
ჩემო დედი ხარანაული ბესიკ ჯოხი ხარანაული ბესიკ ..ნისლს დაუძირავს მამკოდა... ხარანაული ბესიკ |