მარიამ წიკლაური 1960 წელს თბილისში დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო "ივერიაში" მიჰყავს ორი საავტორო გადაცემა: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი "ერთი საათი".
მარიამ წიკლაური არის "საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის - ლიბოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი ინიციატორია საქართველოში "ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი "საბავშვო ლიტერატურული ალმანახის" რედაქტორი.
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. არის ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა – 2009“ დიდი პრიზის (გრან-პრის) მფლობელი (გადაეცა სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია). 2010 წელს მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. იგი არის "ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის“ 2009 წლის ნომინანტი. 2010 წელს მიენიჭა საბავშვო წიგნის II ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის ("გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა "შემეცნება“).
მარიამ წიკლაური არის პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა-2010“ პრემიის მფლობელი, "წმინდა ნინოს ფესტივალის" გამარჯვებული.
|
შემოქმდება
რიტუალი წიკლაური მარიამ საით მიდიხარ წიკლაური მარიამ ვაჟა-ფშაველას წიკლაური მარიამ დედა ციცინათელა წიკლაური მარიამ |