ქეთევან შენგელია 1965 წელს თბილისში დაიბადა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: ”თოვლივით თეთრი მწუხარება”, ”აკაციის ხეივანი”, ”ცხოვრების სუსხი”, ასევე, ლიტერატურული ნარკვევები და ესეები ”მზისფერი ქუდი”.
შენგელია არის რამდენიმე სამწერლო ასოციაციის, გაერთიანებისა და მწერალთა კავშირის წევრი. 1996-1997 წლებში იყო ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრის ლიტერატურულ-მხატვრულ გაზეთ ”რუბიკონის” რედკოლეგიის, 2007 წელს კი ქართული სათვისტომოს მიერ ბარსელონაში დაარსებული ქართულ-ესპანური კულტურული ცენტრის წევრი.
2003 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”ახალგაზრდა მწერალთა წრეს”(ლიტერატურული სახელოსნო). მუშაობს წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს ლიტერატურულ შემეცნებით წრეს, კითხულობს ლექციებს.
|
შემოქმდება
უხერხულია შენგელია ქეთევან სიყვარული შენგელია ქეთევან ნუ გეშინია არა ხარ ქმარი შენგელია ქეთევან ალბათ მიყვარდი შენგელია ქეთევან ....მთელი ცხოვრება მოლოდინია .... შენგელია ქეთევან |