ნინო სადღობელაშვილი დაიბადა 1980 წლის 30 იანვარს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის 149-ე საჯარო სკოლა, 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით. ამავე წელს დაიწყო მუშაობა საპატრიარქოს რადიოში, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად.
2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დაიდგა მისი პიესა “ბამბაზიის სამოთხე” (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე) 2009 წელს ავთო ვარსიმაშვილმა და გიორგი სიხარულიძემ გადაიღეს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი.
გამოცემული აქვს წიგნები: “ბამბაზიის სამოთხე” (მოთხრობები, 2006) “შუაღამის იავნანა” (ლექსები, 2008) “ორსული” (რომანი, 2009).
|
შემოქმდება
...ლექსი... სადღობელაშვილი ნინო ...შენ ვინაც ამ დილით ხეები შემოსე... სადღობელაშვილი ნინო აივნის ბეღურები სადღობელაშვილი ნინო |