მიხო (მიხეილ)მოსულიშვილი1962 წლის 10 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში დაიბადა.
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).
პირველი მოთხრობა, "ტყის კაცი", 1984 წელს ჟურნალ "ცისკრის“ დამატება "ნობათში“ გამოაქვეყნა. მისმა მოთხრობა-მენიპეამ "თოვლიანი დღის ნათელში", რომელიც ფორე მოსულიშვილს ეძღვნება, 2006 წელს მოსკოვში ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე პრემია დაიმსახურა.
2007 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — "გალას“ ჟიურის წევრი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
|
შემოქმდება
სათაური მოსულიშვილი მიხო ფრენა უკასროდ მოსულიშვილი მიხო ვაჟა-ფშაველა - ოლისუტრირებული ბიოგრაფიები მოსულიშვილი მიხო |