ლობჟანიძე გიორგი

გიორგი ლობჟანიძე 1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წელს კი გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. 1999 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" აღმოსავლური განყოფილების გამგე და "ისლამური კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელი. 2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია "იესო და მარიამი ყურანში", რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების სამი კრებული: "ობლის კვერი", "დუღილის ტემპერატურა", "ბაბუაწვერების თაიგული". თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, რომელთაგან ცალკე წიგნად გამოქვეყნებულია: ჯალალ ედ-დინ რუმი "ყაზალები", იბნ ალ-მუკაფფა "წიგნი ქალილასა და დიმნასი", სოჰრაბ სეფეჰრი "წყლის ფეხის ჩქამი", ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, "იესო - ძე კაცისა", ფორუყ ფაროხზადი, "მეორედ დაბადება", "სპარსული ზღაპრები", ყურანი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შემოქმდება
ლოტოსის ზანზალაკი

ლობჟანიძე გიორგი
ნანახია: 5459 - ჯერ

სოჰრამ სეფეჰრის სხვა სამყაროში

ლობჟანიძე გიორგი
ნანახია: 5382 - ჯერ

მედუზას შროშნის თაიგული

ლობჟანიძე გიორგი
ნანახია: 5094 - ჯერ