ბუნდოვანი გიორგი

პოეტი, მულტიმედია არტისტი გიორგი ბუნდოვანი (კახიძე) დაიბადა 1969 წელს. 1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ალმანახებსა და სხვა სახის პერიოდიკაში (“რუბიკონი”, “მესამე გზა”, “ალტერნატივა” და სხვ.). 1991 წელს პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ”ქართველ პოეტთა ორდენი “ქრონოფაგები”, რომლის ეგიდით გამოიცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული: ”ქრონოფაგები” და ”ანომალიური პოეზია”. ბუნდოვანს გამოცემული აქვს კიდევ 3 პოეტური კრებული “სიწყნარის დაკანონება”, “ათვლის წერტილი”(პოეტ მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად) და "ანტიყოფის მანიфესტი”. ბუნდოვანი, კავკასიურ სახლში მუდმივად აწყობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტსაღამოებს. 2006 წელს გიორგი ბუნდოვანმა ჩამოაყალიბა არტჯგუფი და დაიწყო მინიარტფილმების გადაღება. ჯგუფს 2010 წელს ეწოდა “STIGMAT”-ი. ჯგუფი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალში. გიორგი ბუნდოვანის ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-ანალიტიკურ ალმანახ "აფრაში“, ქვეყნდება სხვადასხვა გაზეთსა და ლიტერატურულ ინტერნეტპორტალებზე.
შემოქმდება
მე ვიჭერ სირებს

ბუნდოვანი გიორგი
ნანახია: 7591 - ჯერ

...როცა არა ხარ ფრინველი, ვერ იფრენ...

ბუნდოვანი გიორგი
ნანახია: 7592 - ჯერ

ფსევდო ჰიმნი

ბუნდოვანი გიორგი
ნანახია: 7591 - ჯერ