ამაღლობელი რატი

რატი ამაღლობელი 1977 წლის 30 მარტს თბილისში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული გიმნაზია, 2000 წელს კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი. ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში. რატი ამაღლობელი 2011 წლიდან საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტია, 2010-2011 წლებში იყო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქტორი. ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს "წიგნის სახლში". იყო საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, "ხმების ისტორია" წამყვანი – 2005-2010 წლებში.
შემოქმდება
ანიმა

ამაღლობელი რატი
ნანახია: 5763 - ჯერ

თოვლის ანგელოზი

ამაღლობელი რატი
ნანახია: 5756 - ჯერ

ღამის მატარებელი

ამაღლობელი რატი
ნანახია: 5831 - ჯერ