ალხაზიშვილი გივი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი 1944წლის 26 მაისს დაიბადა. მისი ლექსები იბეჭდებოდა 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ “პირველ სხივში”, “ახკომში” და “ცისკარში”. პირველი კრებული “ლექსები” გამოსცა გამომცემლობა “მერანმა” 1972 წელს. გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, რომანები თარგმნები, ესეები. 1998 წელს წიგნისთვის "გამოსვლა უდროობიდან“ მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1999 წელს ამავე წიგნისთვის გადაეცა სახელმწიფო პრემია. ალხაზიშვილი 70-იან წლებში მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” რეცენზენტად, ლიტმუშაკად, კრიტიკის რედაქციის გამგედ. 1989 წლიდან გადაიყვანეს გამომცემლობა “მერანის” მთავარ რედაქტორად. 2003-2006 წლებში იყო გამომცემლობა “მერანის” დირექტორი. 90-იანი წლების მიწურულს ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებამდე კულტურის უნივერსიტეტში უძღვებოდა ლიტერატურული დაოსტატების კურსს.
შემოქმდება
თუშური პასტორალი

ალხაზიშვილი გივი
ნანახია: 5444 - ჯერ

უსათაურო

ალხაზიშვილი გივი
ნანახია: 5272 - ჯერ

დაო სიდონია

ალხაზიშვილი გივი
ნანახია: 5426 - ჯერ