მოსულიშვილი მიხო

მიხო (მიხეილ)მოსულიშვილი1962 წლის 10 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო). პირველი მოთხრობა, "ტყის კაცი", 1984 წელს ჟურნალ "ცისკრის“ დამატება "ნობათში“ გამოაქვეყნა. მისმა მოთხრობა-მენიპეამ "თოვლიანი დღის ნათელში", რომელიც ფორე მოსულიშვილს ეძღვნება, 2006 წელს მოსკოვში ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე პრემია დაიმსახურა. 2007 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — "გალას“ ჟიურის წევრი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
შემოქმდება
სათაური

მოსულიშვილი მიხო
ნანახია: 7607 - ჯერ

ფრენა უკასროდ

მოსულიშვილი მიხო
ნანახია: 7653 - ჯერ

ვაჟა-ფშაველა - ოლისუტრირებული ბიოგრაფიები

მოსულიშვილი მიხო
ნანახია: 7630 - ჯერ